03:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 10:09:11, 1064 ნახვა

სამართალი
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ზაჰესის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, გლდანის რაიონში, ზაჰესის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 3 ფაქტი გამოვლინდა, რომლებზეც მოკვლევა ერთი თვის წინ დაიწყეს.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟი დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics