05:07 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 11:34:31, 900 ნახვა

პოლიტიკა
PACE მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, დაძლიონ უკიდურესად პოლარიზებული გარემო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, ტიტუს კორლატენი და კლოდ კერნი, მოუწოდებენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატი.

„პოლარიზაცია ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც საქართველოს მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრეს, საფრთხეს უქმნის“, – აცხადებენ დამკვირვებლები.

მომხსენებლები აღნიშნავენ, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლინდა ამომრჩევლებზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევები.

დამკვივრვებლებმა ყურადღება გაამახვილეს უმცირესობათა თემაზეც და მოუწოდეს ხელისუფლებას, დასაჯონ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ.

„მომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ლგბტ თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო. ამ კონტექსტში მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც მოხდა პრაიდის კვირეულზე 2021 წლის ივლისში. მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ეს ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ, მათ შორის ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და ის ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერს“, – ნათქვამია მომხსენებელთა განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics