|
2021-12-17 17:17:32, 716 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, შესაბამისად განსხვავებული მიდგომა ვერც ერთი პატიმრის მიმართ, წარსულში მისი სტატუსის მიუხედავდ , ვერ იქნება. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ,,მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატ ეკა სეფაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ,,ბუნებრივია ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას რომლის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. შესაბამისად განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე ვინც არ უნდა იყოს ის იქნებოდა ეს ყოფილი პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. ბუნებრივია, ჩვენ მარადჟამს ვიქნებით ამ პრინციპის დამცველი. თუმცა კანონის თანასწორობა კონკრეტულად პენიტენციურ სისტემაში გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პატიმრის უფლება არის შესაბამისი წესით დაცული. თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი არა აქვს მნიშვნელობა ყოფილ სტატუსს არსებობს სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები და ნებისმიერი პატიმრის უფლებადამცველს, ასევე სხვა გულშემატკივარ ადამიანსაც, რა თქმა უნდა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ესეც კონსტიტუციური ჩანაწერია. ბუნებრივია დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებმა კარგად იციან ყველა იმ სამართლებრივი შესაძლებლობის შესახებ, რაც მათ აქვთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნისა და სამედიცინო პერსონალის თანხმობის შემთხვევაში სააკაშვილი კვლავ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსდება. ,,მას შემდეგ რაც გვექნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა როგორც უკვე მრავალგზის განვაცხადე გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული", -განაცხადა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)