|
2021-12-17 13:08:41, 728 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანომ 2022 წლის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, კენჭისყრაზე დღეს დადგა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს. მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ. ლარს შეადგენს. დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 643 მლნ. ლარით, მიმდინარე ხარჯები - 14.8 მლრდ. ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ. ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა, 19 362,6 მლნ. ლარით განისაზღვრა. საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის შემდეგ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)