|
2021-12-16 13:50:02, 538 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვიმედოვნებ, „მინისტრის საათის” ფორმატში შედგება კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა, როგორც გავაუმჯობესოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა
„ძალიან კარგად ვხედავთ პრობლემებს, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა მიმართულებით გვექნება სამუშაო მომავალ პერიოდში და იმედი მაქვს, რომ დღეს კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა შედგება და საბოლოო ჯამში, ის მიმართული იქნება იქითკენ, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დღეს დაგეგმილი „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის წინ. „მინდა ვთქვა, რომ დღეს გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში ვარ ბევრ ჩემს კოლეგასთან შედარებით, რადგან წლის ბოლოს მომიწია პარლამენტის წინაშე გამოსვლა და ეს ერთგვარი ანგარიში და წლის შეჯამება იქნება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს - მაღალი ეკონომიკური გამოცოცხლება და აღდგენა, ექსპორტის ზრდა და ა.შ. ძირითადი აქცენტი, მინდა, პრობლემებზე გავაკეთო, რადგან არცერთი მიღწევა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ნამდვილად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს. მისივე თქმით, პარლამენტის წინაშე ისაუბრებს იმ ძირითადი შედეგების შესახებ, რაც 2021 წელს ეკონომიკაში გვაქვს, თუმცა მისი გამოსვლის დიდი დრო დაეთმობა იმ მძიმე პრობლემებზე საუბარს, რომლებიც მოიტანა პანდემიამ და რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის როგორიცაა ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობა, მეტი დასაქმება. ნათია თურნავას ინფორმაციით, ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების მიზნით მის უწყებას საინტერესო გეგმები, პროექტები და პროგრამები აქვს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რომლებიც ახლო მომავალში ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არსებობს იმის მყარი ხედვა და მოლოდინი, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე ერთი წლის განმავლობაში დავა იმ მიზნობრივ ნიშნულამდე, რაც მას მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ახასიათებდა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)