|
2021-12-15 12:52:40, 529 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგი“ BARTA 2021 წლის გამარჯვებულია
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია. პროექტი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით 2019 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია საფინანსო სექტორში ანგარიშგების წესებთან შესაბამისობის, ჯანსაღი კონკურენციის და გამჭვირვალობის წახალისება, რაც დადებითად აისახება კომპანიის მხრიდან ინვესტორთა მოზიდვის პროცესზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე 18 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. ნომინაციაში: საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის „მცირე და საშუალო კომპანიები (სდპ 500-ზე ნაკლები დასაქმებულით)“ „სს „თიბისი ლიზინგი“ გამარჯვებულად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "თიბისი ლიზინგის" კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობის მაღალ ხარისხს, რაც დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე და სამომავლოდ საშუალებას აძლევს მას დამატებით ახალი ფინანსური სახსრები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)