07:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 20:14:10, 617 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი სააკაშვილზე - ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ და არ ვადასტურებ

სახალხო დამცველმა 9 ექიმის შემადგენლობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე, დასკვნა, უკვე მოამზადა. საგანგებო ბრიფინგზე, ომბუდსმენის ჯგუფის წევრმა, მარინა კურატაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, ჯერჯერობით საჭირო არაა.

„მე ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ და არ ვადასტურებ. ბატონი მიხეილი მე ერთხელ ვნახე და მას, მაშინ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა, ამიტომ ვერ დავადასტურებ. მე გავეცანი იმ მედიკამენტების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ, დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში არ ვიცი, მაგრამ ჩემი კოლეგების კონსულტაციებს გავეცანი, სადაც ბ-ნი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის აღნიშნული თუ რა წამლებს იღებდა. კატეგორიულად რომ განვაცხადოთ, თითქოს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა საჭიროა, ჯერ მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მისი საჭიროებები უნდა ჩამოიწეროს და მერე უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილება. ჯერჯერობით არა, თუმცა, როდესაც ჩატარდება მკურნალობა და ფსიქოთერაპიაც მიეშველება ამას, ვნახოთ ბ-ნი მიხეილი რა მდგომარეობაში იქნება. ამ მოცემულობაში, სასურველია, დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობის შედარებითი ოპტიმიზაცია და ტრამვაზე ორიენტირებული ფსიქო-თერაპიაც მოხდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, მარინა კურატაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics