07:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 13:26:15, 580 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ვიდრე „ნაცმოძრაობას“ აქვს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი არ იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს ყველა დანაშაული, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე.

როგორც კობახიძემ განმარტა, ვიდრე „ნაცმოძრაობას“ აქვს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი არ იქნება.

„ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ერთი, რომ უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაციების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი, ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ბუნებრივია ადგილი არ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ, ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე, მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics