|
2021-12-13 15:26:37, 727 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „Expo 2020 Dubai”-ში ქართველი დიდოსტატი მოჭადრაკეების მონაწილეობა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაღალ ეტაპს და ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას
საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ, საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში დღეს ჭადრაკის დღე აღინიშნება დაგამოფენა ქართველ დიდოსტატებს მასპინძლობს - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჭადრაკის დღე „Expo 2020 Dubai"-ზე პანელური დისკუსით გაიხსნა, სადაც ქართველმა დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. პანელური დისკუსიის მოდერატორი expo 2020 dubai-ის ქალთა პავილიონის ხელმძღვანელი იყო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ექსპოს" ფარგლებში - ჩვენთან ერთად, დუბაიში იმყოფება საქართველოს სამი დიდოსტატი და, რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი აქტივობა, ასეთი ღონისძიება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაღალ ეტაპს, ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში აისახება საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე და ბუნებრივია, დადებითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე"- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც „Expo 2020 Dubai"-ში მონაწილეობის მისაღებად დუბაიში ვიზიტით იმყოფება. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზირებული შოუთი დასრულდება - „Expo 2020 Dubai"-ის ცენტრალური სცენა „AL Wasl" საჭადრაკო დაფად გარდაიქმნება და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მორიგი ტრიუმფით წარდგება. აღსანიშნავია, რომ ქართველ ქალ დიდოსტატთა ღონისძიებას ათასობით სტუმართან ერთად ფიდეს პრეზიდენტი ესწრება.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)