|
2021-12-13 13:09:58, 841 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები არის იმის მაჩვენებელი, რომ წელიწადს დავასრულებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით
„გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით ქართული ნაწარმის ექსპორტი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას. 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 26.7 პროცენტით გაიზარდა და 3,822.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ამავდროულად ის 12.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 25.2 პროცენტით გაიზარდა და 12,828.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. „ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)