|
2021-12-09 15:47:06, 571 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - საზღვრის კვეთის საქმეში გარემოებებია, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ
მიმდინარე პროცესი არის უბრალოდ ნონსენსი, როცა საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ საქართველოში ჩამოსვლისთვის. - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს. მისი თქმით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომლებიც პირის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ. "მიმდინარე პროცესი არის უბრალოდ ნონსენსი, როცა საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ საქართველოში ჩამოსვლისთვის. სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ყოველთვის ის ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიძლება, არღვევდეს კიდეც კანონდებლობას. მოცემულ მომენტში მიხეილ სააკაშვილს კანონმდებლობა არ დაურღვევია და ამაზე იქნება საუბარი არსებითი განხილვის დროს. თუმცა რომ ჩავთვალოთ, რომ კანონმდებლობა ფორმალური თვალსაზრისით დაარღვია, არ დამალულა, ის არის მესამე პრეზიდენტი, საქმეს ახლავს თან კონტექსტი, რომელიც გამორიცხავს, როგორც ქმედების შემადგენლობას, ასევე თავად მიხეილ სააკაშვილს ბრალს. არსებობს საქმის კონტრაქტი, მათ შორის არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ პირის პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)