01:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 13:18:12, 1121 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანისა და ხიჭაურის მოსახლეობასთან შეხეედრა გამართა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანისა და ხიჭაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით კვლავ გრძელდება და მისი მიზანია ადგილობრივების საჭიროებების, პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლა და მყისიერი მოგვარება.

,,ვცდილობთ მოსახლეობასთან ვიყოთ უშალო კომუნიკაციაში. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა ჯანდაცვის მიმართულებითაც იყო მოსახლეობის მხრიდან გარკვეული საკითხები წამოჭრილი. თუმცა იყო რიგი საკითხები, რომლის გადაჭრის კომპეტენცია მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია. შესაბამისად, ერთობლივად მოვამზადებთ რეკომენდაციებს როგორც სხვა უწყებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას არსებული საჭიროებები მოგვარებული“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრებზე მოსახლეობამ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირების პროცესის დაჩქარება და მედიკამენტების ფასების რეგულირება მოითხოვა. აღნიშნული საკითხების შესახებ რეაგირების მიზნით ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიეწოდება.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics