|
2021-12-08 16:33:35, 1201 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსში“ დეკემბრის აქციები დაიწყო
ავტომობილის მოვლა დიდწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, რადგან ტემპერატურის ცვლილება, პირდაპირ აისახება მანქანის გადაადგილებაზე. საბურავი, აკუმულატორი და ანტიფრიზი - ეს ის სამი ძირითადი დეტალია, რომელთა მოქმედებაც რადიკალურად განსხვავდება წელიწადის დროების მიხედვით. როგორც საბურავების სეზონური ცვლილებებია აუცილებელი, ასევეა აკუმულატორის დიაგნოსტიკაც. +7 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დროს, ზაფხულის საბურავი კარგავს თავის ეფექტურობას, რამაც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ის ზამთრის საბურავებით შევცვალოთ. აკუმულატორი ყველაზე პრობლემური წელიწადის ამ დროს ხდება. მისი გაუმართაობა მანქანისათვის ენერგიის მიწოდებაში აისახება, რაც ყველაზე კარგად სუსხიან დილას, დაქოქვის მომენტში იჩენს ხოლმე თავს. რაც შეეხება ანტიფრიზს, ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი ძრავის შენახვაზე მინუს ტემპერატურის დროს. „თეგეტა მოტორსში“ სამივე პროდუქტზე საკმაოდ დიდი არჩევანია. ზამთრის საბურავების ფასი 90 ლარიდან, აკუმულატორის 79 ლარიდან, ხოლო ანტიფრიზის მინიმალური ფასი კი 10 ლარიდან იწყება. პრემიუმ ბრენდების Bridgestone, Michelin, Pirelli, Continental ზამთრის საბურავებზე, 20 დეკემბრის ჩათვლით, ფასდაკლება იმის მიხედვითაა, რა ზომის დისკი აქვს ავტომობილს - 16-დუიმიან დისკებზე ფასდაკლება 16-პროცენტიანია, 17-დუიმიანზე - 17% და ა.შ. ავტომობილის მოვლის სხვადასხვა საშუალების თეგეტა შოპზე ყიდვა, დამატებით 20+5%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)