10:44 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 14:59:57, 480 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის მონაწილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადა 15:00 საათამდე მისცეს.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა აქციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან.

„შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან, იმიტომ, რომ ეს დაბრკოლება არ იყოს. მართლა გვინდა ის შეგვხვდეს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვინც მიშას პოლიტიკურად არ ეთანხმება, რათა ნახოს, რომ სინამდვილეში მიშას თავისუფლების მოთხოვნა არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics