|
2021-12-08 11:51:05, 686 ნახვა
პოლიტიკა
„ემპათიას“ ხელმძღვანელი - სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც შეიძლება წამებად განვიხილოთ
ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის თანამდებობიდან გადაყენება, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარული ზომების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან ჯისკარიანი ამტკიცებს, რომ სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზემოქმედება. "სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის გადაყენება თანამდებობიდან, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არასათანადო, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. შურისძიების მიზნით კვლავ მე-18 დაწესებულების ორი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მის წამებაში, შევიდა მასთან, შეიჭრა პრაქტიკულად და კიდევ მიაყენეს შეურაცხყოფა თავისი დისციპლინარული სანქციებით. ეს ნიშნავს, რომ პაციენტზე მიმდინარეობს კვლავ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც წყალში ყრის პრაქტიკულად ყველა მკურნალობას, რაც აქამდე არსებობდა, ამწვავებს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობას და შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგრძობითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და წამება ამ ადამიანის. "წესით, სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა განახორციელოს ინტერვენცია ამასთან დაკავშირებით, ასევე სახალხო დამცველმა. ცენტრი "ემპათიაც" ამ ფაქტს შეიტანს თავის დასკვნაში, როგორც განგრძობით წამებას და ვფიქრობ, უნდა მოხდეს მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი ახალი გადაუდებელი ზომის მოთხოვნით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას", - თქვა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა "მთავარ არხთან".
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)