|
2021-12-07 13:45:32, 771 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას. უწყების ცნობით, ამჯერად, სამინისტრომ სტრატეგიის პროექტი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან განიხილა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი კაჭარავამ. სტრატეგიის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე https://mof.ge/5231. პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი. ვალის მართვის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები/კომენტარები/კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე fo@mof.ge. საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)