03:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 17:00:34, 1172 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოფილი კინოკლუბის შენობის აღდგენის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების,  GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის ამორტიზირებული შენობის დემონტაჟისა და შემდგომ მისი აღდგენის კოცეფციის საჯარო განხილვა მოეწყო.

უწყების ცნობით,ვკონცეფცია მერიის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს განსაზღვროს ყოფილი კინოკლუბის შენობის მომავალი დანიშნულება და მისი არქიტექტურული იერსახე.  შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

„ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის ამორტიზირებული შენობა სამომავლოდ ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გვეხმარება, რისთვისაც ორგანიზაციას დიდ მადლობას ვუხდი. შენობის არქიტექტურული იერსახისა და მისი მომავალი ფუნქციის შესახებ კონცეფცია დარგის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და ის საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ GIZ-ის პროგრამის დახმარებით, სოფელ ჯავშანიანში არსებული ყოფილი სკოლის დემონტაჟიც მოხდება და შენობა აღდგენის შემდეგ, სოფლისთვის საჭირო ფუნქციას შეიძენს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics