|
2021-11-30 18:12:12, 788 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი – საქართველოში საჭიროა, ბოლომდე მივიყვანოთ რეფორმები თანმიმდევრულად
საქართველოში საჭიროა, ბოლომდე მივიყვანოთ რეფორმები თანმიმდევრულად, სანდოობითა და ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა იყოს მეტი თანამშრომლობა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის. "საქართველოში საჭიროა, ბოლომდე მივიყვანოთ რეფორმები თანმიმდევრულად, სანდოობითა და ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ პოზიციას ამ მნიშვნელოვან სფეროებში, ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა იყოს თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ეს დაეხმარება საერთო გამოწვევების დაძლევას და გზას გაუხსნის მდგრად ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით", – განაცხადა მიშელმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)