13:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 10:42:52, 821 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი – ჩვენი მთავარი თხოვნა და სათქმელი ვაშინგტონში არის, რომ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა

აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას. - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  აშშ-ს სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეეხო.

"მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას საქართველოში, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში. ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი არის აქ, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში, რაც, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ", - განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ომბუდსმენი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics