|
2021-11-29 13:03:26, 805 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ლარის საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემდგომ, რაც ძირითადად არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებით იყო გამოწვეული, ოქტომბერში განაკვეთები ნორმალიზდა. ნოემბრის წინასწარი მონაცემები დეპოზიტების ლარში გადატანაზე მიუთითებს, რაც ეროვნული ვალუტის დანაზოგებზე განაკვეთების დამატებითი შემცირების არგუმენტია. ამავე დროს, ლარის შემოსავლიანობის მრუდიც ბაზრის მონაწილეების მხრიდან სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინებს ასახავს. მეორე მხრივ, მართალია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა თავის მხრივ ინფლაციური წნეხის შერბილებას გულისხმობს, თუმცა, რადგანაც ამის მიზეზი ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ზრდაა, საქართველოს შემთხვევაში ეს ლარის განაკვეთის უფრო ზომიერი შემცირების არგუმენტია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, 2022 წლის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სცენარის მატერიალურად გადასახედად, ჯერჯერობით უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)