|
2021-11-27 10:25:01, 1221 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა. როგორც შალვა პაპუაშვილმა „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში განაცხადა, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის უსაფრთხო გარემო, შესაძლოა, პროპაგანდის ნაწილი იყვნენ. „უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის, „შეძლო თუ არა 5 ივლისს ხელისუფლებამ, რომ სათანადოდ დაეცვა ჟურნალისტები?", საპასუხოდ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)