|
2021-11-26 18:44:21, 1014 ნახვა
პოლიტიკა
მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ სანქცირება კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საგანგაშოდ მივიჩნევთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის “მთავარი არხის” და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ავრცელებს. მათი თქმით, სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. "სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს სადავო პრაქტიკას მაუწყებლის შინაარსის რეგულირებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირებისას გამოვლინდა. ამასთან, კომისია ახალი გადაწყვეტილებით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტებს შეუზღუდოს შესაძლებლობა გააკრიტიკონ ხელისუფლება და ჰქონდეთ მმართველი პარტიისაგან განსხვავებული მოსაზრებების მედიის მეშვეობით გავრცელების შანსი",- ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” საგანგაშოდ მიიჩნევს კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის დაწესებისაკენ გადადგმული ეს ნაბიჯი უაღრესად საშიშია საქართველოში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების არსებობისთვის. "გუშინ, 2021 წლის 25 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ [1] “მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით, [2] მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, [3] როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს. ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც შპს ,,მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას. რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)