17:53 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 10:20:51, 553 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ღამეს და გავეცანი მდგომარეობას, სადაც იმყოფება პატიმარი

იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გორის ჰოსპიტალში არსებულ პირობებზე „იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, ის იმყოფებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და  პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. მე პირადად ვიმყოფებოდი გადაყვანის ღამეს და გავეცანი იმ მდგომარეობას, სადაც იმყოფება პატიმარი. გავესაუბრე ექიმებსაც", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას, რომლებიც მონაწილეობდნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესში:

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ექიმებს, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, იმისათვის, რომ მთელი ეს გადაყვანის პროცესი წარიმართა წარმატებით და მშვიდობიანად".

იუსტიციის მინისტრის თქმით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამედიცინო პერსონალთან, რომელიც მსჯავრდებულს მკურნალობს.

„მიმდინარეობს ორი პარალელური პროცესი – შიმშილობის შემდგომი კვების განახლება და სიმპტომატური მკურნალობა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი", – განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics