18:49 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 22:03:47, 1321 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ღარიბაშვილი ჩემთვის არ იყო ავტორიტეტი

ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოს ჩვენებებს აძლევს. შაბათის ფორმულამ სასამართლოში ივანიშვილის 3 ჩვენება მოიპოვა.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ  ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის არ იყო ავტორიტეტი.
" ერთ პატარა "რემარკს" გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად, ასისტენტებზე კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ Credit Suisse მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი. აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, ვთქვათ, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასე, მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ.
კითხვა: ანუ მდივანივით გყავდათ?] რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ. - ამბობს ივანიშვილი ვიდეოში.
შვეიცარული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა - ხელშეკრულების გაფორმებისას რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ოლიგარქისა და ბანკის წარმომადგენლების ყველა შეხვედრას ესწრებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics