|
2021-11-19 16:38:15, 859 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილის მოთხოვნაა, მის გადაყვანას ექიმი, ადვოკატები ან ჩვენი წარმომადგენელი დაესწროს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე გლდანის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა, რათა გაეცნოს ექსპრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ თუკი შესაცვლელი გახდება ლოკაცია, უნდა ესწრებოდეს ექიმი, ადვოკატები ან უკრაინის კონსული. "მოგეხსენებათ, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მაქვს საშვი და პისიარი, რაც აუცილებელია აქ შესვლისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება და რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები მას ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო, მაგრამ ეს ადამიანი იბრძვის 50 დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი თავგანწირული ბრძოლა იმსახურებს იმას,რომ მისი პოზიცია ჩვენ ვიცოდეთ. არც ერთ შემთხვევაში თავისი ნებით მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იცდის რუსთაველზე, იმ ადამიანებისთვის რომლები შიმშილობენ. თუმცა, მას შემდგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყავნის დროს, ის მოატყუეს და გაიტაცეს და გადმოიყვანეს გლდანში, უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც მხოლოდ ექიმების და ადმინსიტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას"- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. მან მოთხოვა ადმინისტრაციას ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არც ერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან."- განაცხადა ხერხეულიძემ. შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)