19:47 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 13:22:29, 713 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მნივნელოვანია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის წინა პლანზე დაყენება, რაც ევროკავშირსაც აღელვებს

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ომბუდსმენის საქმიანობას  მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა საბჭოს დასკვნებს და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროკავშირსაც აღელვებს.

"დამოკიდებული ვარ მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ძლიერია სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ. ასევე, მისი როლის მიმართ, რომელიც სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობას და მისი უფლებების დაცვას უკავშირდება. ასევე, ეს ეხება ობიექტურ სამედიცინო რჩევებს, რომ ყველამ სათანადოდ შეაფასოს სააკაშვილის მდგომარეობა და გაითვალისწინოს რეკომენდაციები. ეს არის გადამწყვეტი.

ის, რაც ბოლო 24 საათში ვნახეთ, გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის წინა პლანზე დაყენება, რაც ევროკავშირსაც აღელვებს", - თქვა ჰარცელმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ექიმებმა საკაცით გაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics