|
2021-11-17 13:30:25, 927 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის მინისტერიალზე მოხსენება გააკეთა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის (CAREC) ეგიდით გამართულ მინისტერიალში და მოხსენება გააკეთა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და კოვიდ-პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევის გადაწყვეტილებებზე. მინისტერიალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. თავის გამოსვლაში, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ანტიპანდემიურ პოლიტიკას, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართული იყო პანდემიის გავრცელების პრევენციისკენ, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ასეთმა მიდგომამ შედეგად ის მოიტანა, რომ უკვე 2021 წლის იანვარი - სექტემბერის პერიოდისთვის ეკონომიკური ზრდის კუმულატიურმა მაჩვენებელმა 11,3 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობა გაიზრდა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის, ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებშიც. ნათია თურნავამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს თანამშრომლობას CAREC – ის ფარგლებში და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს რეგიონში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, საქართველო სრულად იზიარებს იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მოცემულია CAREC 2030 - ის სტრატეგიაში. მინისტრმა ასევე ისაუბრა ცალკეულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას საერთაშორისო და რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებში. CAREC - ის მინისტერიალი გახსნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთს, უზბეკეთის მთავრობათა დელეგაციები. მინისტრიალზე განხილული იქნა ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის - CAREC 2030 - ის ძირითადი მიმართულებები.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)