|
2021-11-16 17:39:05, 1073 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს
ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას. მისი განცხადებით, გლობალური ლოქდაუნის ფონზე, კერძო სექტორისათვის პანდემიის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ზიანი შესაძლოა იმდენად დიდი ყოფილიყო, რომ ეკონომიკური აღდგენა არათუ მიმდინარე წელს, არამედ 4-5 წლიან პერიოდშიც შეუძლებელი ყოფილიყო. „შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკაც მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე, რაც საბოლოოდ გაზრდილ ფისკალურ დეფიციტსა და შესაბამისად გაზრდილ ვალში აისახა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს. ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე ჩვენი ვალდებულებაა განვითარებისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ კერძო სექტორს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მაქსიმალურად სწრაფად უნდა შემცირდეს ფისკალური დეფიციტი, იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი და ასევე, უნდა გატარდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)