21:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 11:39:50, 740 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი – სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება, ძილის დროს, შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ წუთისთვის უარყოფითი შეფასებები აქვს.

როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს მას შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ, ამასთანავე, ტელევიზორი ბოლო ხმაზე აქვს ჩართული, რათა სხვა პატიმართა შეძახილები არ მოისმინოს. 

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ წუთისთვის უარყოფითი შეფასებები გვაქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდა, როგორ მოხერხდება მისი მკურნალობა და იქნება თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა, ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ. იძულებულია, ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჰქონდეს ჩართული, რადგან სხვა პატიმრების მხრიდან შეძახილები არ მოისმინოს, თავის მხრივ, ესეც არის წამება", – აცხადებს ომბუდსმენი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics