23:03 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 16:45:31, 641 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციამ თავად შესთავაზა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა

რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ,ბიუროს სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავად ცდილობენ საკითხებით მანიპულირებას და სიტუაციის დაძაბვას.

„სამწუხაროა, როდესაც მანიპულირება ხდება ფაქტებით და საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა.მაგლითისთვის, როდესაც  ჩემთა დახმარების სათხოვნელად  მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს  გამოდის ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ  ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას  და წინსწრებით  სიტუაციის დაძაბვას“ - განაცხადა კუჭავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics