|
2021-11-15 16:13:16, 893 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: პრემიერთან განვიხილეთ 40-მდე მსხვილი საინვესტიციო შეთავაზება, მათ შორის ახალი პროექტები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პაკეტი და პროექტი მოამზადა, რომლებზეც მუშაობა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიმდინარეობს.- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამრთულ ბრიფინგზე ისაუბრა. „პრემიერ-მინისტრთან მთლიანად ეკონომიკური გუნდი ვიკრიბებით, გავდივართ და ვაახლებთ იმ პროგრამებს და საინვესტიციო შეთავაზებებს, რომლებიც დაგვიგროვდა. ორი დღის წინ განვიხილეთ 40-მდე მსხვილი საინვესტიციო შეთავაზება, მათ შორის სრულიად ახალი პროექტები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აქედან 28 პროექტი - ეს არის ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურისტული დასახლებები. ნათია თურნავას თქმით, საუბარი შეეხება არა რომელიმე, ერთი ან ორი ობიექტის განვითარებას, არამედ სრულიად ახალი ტურისტული რაიონების, დასახლებების შექმნის პროექტს. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მომავალ წელს მთავრობა აქტიურად იმუშავებს, რისთვისაც 2022 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები აისახება. ლოგისტიკა და ენერგეტიკა ის სფეროებია, სადაც ეკონომიკური გუნდი ასევე მუშაობს საინვესტიციო პროექტების მიმართულებით. ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე პაკეტშია წმინდა ინდუსტრიული პროექტებიც, საერთო ჯამში საინვესტიციო პაკეტის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარით განისაზღვრება. „ასევე ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართულებით, მათ შორის IT ინდუსტრიის კუთხითაც ბევრი სიახლე გველოდება. ახლა რთული იქნება საინვესტიციო პაკეტის ღირებულების განსაზღვრა, თუმცა ვიტყვი, რომ მხოლოდ ლოგისტიკასა და ენერგეტიკაში ჯამში არის 5 მლრდ დოლარზე მეტის საინვესტიციო პაკეტი, ამას დაემატება ტურისტული პროექტები და დასახლებები. იმისთვის, რომ ზუსტი ბიუჯეტი ვიცოდეთ, უნდა ჩატარდეს წინასწარი კვლევა, რისთვისაც გამოყოფილი გვაქვს შესაბამისი სახსრები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)