|
2021-11-15 15:09:56, 549 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - დატყვევებულ სააკაშვილს არ ეძლევა უფლება, თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია , რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილი მხარდამჭერები აპირებენ 500-600 მანქანით სასამართლოსკენ მიმავალი გზის ჩახერგვას, არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. როგორც მელია განმარტავს, ეს არის სარჩული, რომ ექსპრეზიდენტს არ მიეცეს საშუალება "თუნდაც უსამართლო სასამართლოთიც კი ისარგებლოს" და დაესწროს საკუთარი საქმის განხილვას. "დატყვევებულ ადამიანს არ ეძლევა უფლება , თუნდაც უსამაართლო სასამართლოთიც კი ისარგებლოს , მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა მიზეზებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოსდა, რაღაცა ეფემერული , 500-600 ავტოსატრანსპორრტო საშალებებით ჩაიხერგება გზა და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდიანრე, ადამიანი დატყვევებულია ციხეში, არ მიყავთ უკვე მეორედ სასამართლოში და მათ უნდათ, რომ აი,ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზროდოონ საზოგადოება და საზოაგდეოების მცირე ნაწილმა მანც დაიჯეროს, რომ ხედავთ რაშია საქმე, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშილი, რატომ არ ახორციელბენლ კუთვნი საატელეფონო ზარებს. ხალხო, საქართველოს მოქალაქე რომელიც ქუჩაში, ყოველდღირუადა მზად სხვადასხვა საპროტესო აქციებში მიიღოს მონაწილეობა, არის ყველაზე ძლიერი იარაღი ახლა საზოგადოების ხელში"- განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას კვლავ არ აძლევს. როგორც უწყება აცხადებს, ამის მიზეზი ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირებაა, რომელსაც რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით მოახდენენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)