|
2021-11-12 21:51:24, 724 ნახვა
პოლიტიკა
მელიამ ხვალ 5 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია დააანონსა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 13 ნოემბერს 17:00 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია დააანონსა. მელიას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული. „მიმდინარე დღეებმა უჩვენა, რომ ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს. უფრო და უფრო ძლიერდება საერთაშორისო რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის აბუჩად აგდებამ საქართველოს ოლიგარქიული რეჯიმი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა ველურ და არაცივილიზებულ მმართველობად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჯიმი ასე, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ამ საერთაშორისო, სწორ, ადეკვატურ მზარდ რეაქციას ასევე, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი უწყვეტი, თანმიმდევრული და ორგანიზებული პროტესტი. გელოდებით ხვალ, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)