04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 17:31:29, 1283 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 27 წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ახალციხის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვნანელმა ხათუნა ხმალაძემ მერიის სტიპენდიანტებს სერტიფიკატები გადასცეს, გარდა ამისა თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო ჩაერიცხა.

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიანტები არიან: ჰეღინე საგოიანი, აზათ ფარმანიანი, ქრისტინე მოთიაშვილი, მერუჟან კილოიანი, მარიამ გოგოლაძე, თეონა სამსონიძე, აქსანა გინოსიანი, ასია დათებოვი, თამთა პლაჭიაშვილი, ირინა ერანოსიანი, ანაჰიტ დილბარიანი, ანა ტაბატაძე, სიუზანნა ხაკციანი, მარიამი გელაშვილი, ნათია ჯვარიძე, ქრისტინე ინასარიძე, თამარი ოქრომელიძე, მარიამი ხმალაძე, ნინო სუდაძე, ეთერი თოროსიანი, ანგელინა ქურდაძე, ვიქტორია გოგოლაძე, ნინო კაპანაძე, სოფიკო კურტანიძე, ლენა კარაპეტიანი, ვერონიკა გვარამაძე, სუსანნა ოვაკიმიანი.

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics