|
2021-11-12 11:47:53, 494 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ახალდანიშნულ ელჩს, ანა მარია შიკოს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები ხელს უწყობს თავდაცვის უწყებებს შორის დიალოგის გააქტიურებას. მხარეებმა მიმდინარე წლის ნოემბერში უნგრეთში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს, რომლის ფარგლებში მინისტრი უნგრელ კოლეგასთან ერთად მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას გახსნის. ასევე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)