02:30 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 15:44:13, 725 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: ჩვენი მიზანი იყო, არის და ყოველთვის იქნება საზოგადოების ინფორმირებულობა, ამ მიზნით ვასაჯაროებთ კადრებს

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში შესახლების კადრებს საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ასაჯაროებს. 

რატი ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და  სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო როგორც სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.

„ჩვენი მიზანი იყო, არის და ყოველთვის იქნება საზოგადოების ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა. სწორედ ამ მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი; ასევე, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოჰყვა უკვე აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება და ამ ფაქტს უკვე იძიებს სახელმწიფო ინსპექტორი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics