04:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 15:00:25, 1260 ნახვა

რეგიონი
სოფელ სასირეთს მალე კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ

სოფელ სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია/ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “გოლდ ენდ ბრო“ ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს: გარე წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემის, ბორდიურების, სკვერის ბილიკების, დეკორატიული ღობის და სკამების, ნარჩენის ურნების, საბავშვო ატრაქციონების მოწყობას და გამწვანებას.

ამჟამად ბორდიურების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ სკვერში განთავსებულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი, დამონტაჟდა გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორებიც. სკვერის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვებს ექნებათ ერთი სივრცე, სადაც  თავისუფალ დროს შეუძლიათ ივარჯიშონ, გაერთონ და განიტვირთონ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics