06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 11:24:36, 1332 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობა ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, სოფელ წონიარისში, პრობლემურ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. პროგრამის ,,მოქალაქეთა თანამონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 81 იდეა განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 900 000 ლარია.

პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists' House ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics