06:42 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 21:06:35, 646 ნახვა

პოლიტიკა
მელია - 24 საათს ვაძლევთ სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად ან მთელი საქართველო შევიკრიბებით

ნიკა მელიამ ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა მისცა,რათა მიხეილ სააკაშვილი საქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათს საღამოს რვა საათზე შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე.

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24-საათიან ვადას. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, რომ მოგვაწვდინოს ხმა,საჯაროდ ან სხვადასხვა არხებით რას გადაწყვეტს, ამიტომ თუ საღი აზრის მარცვალი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები და მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისა და ამას გააგრძელებენ, ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს რვა საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე. ამ წუთიდან, ვიდრე მე ვსაუბრობ, 24 საათი აქვს ვადა ბიძინა ივანიშვილს, სხვადასხვა წყაროთი ან საჯაროდ შეგვატყობინოს, რომ მიიღეს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება. თუ ამას არ გააკეთებენ, ორშაბათს, საღამოს რვა საათზე, აქ ვინც ვართ და 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით. დანარჩენი, რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა, თავისუფლების მოედანზე გაგაცნობთ" -თქვა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics