|
2021-11-06 00:27:37, 572 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში
ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბგერაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იყოს დაცული. „ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში, შესაძლო იყო, პროცესისთვის ხელი შეეშალათ და ჩართული იქნებოდა 500-600 ადამიანი. ბუნებრივია, ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და უამრავი სხვადასხვა სახის დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ. პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გაყვანილი იქნება თუ არა ის სასამართლო დარბაზში, გიპასუხებთ – მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მართლმსაჯულებას, ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში, ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით. არსებობს მსგავსი პრაქტიკა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილზეც, მკაცრი რეკომენდაცია იქნება, პატიმარი არ იყოს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ სააკაშვილი და დავიცვათ მართლწესრიგი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)