|
2021-11-03 22:14:56, 976 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, გამარჯვებული არც ქვეყანაა, არც საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა. როგორც ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ, მისივე თქმით, გამარჯვებული არც ქვეყანა და არც ხალხია. „არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა მოვულოცო გამარჯვება ახლად არჩეულ ადგილობრივ საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამე თუ, უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებზე. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან, ასევე კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ცესკო-ს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთის მხრივ კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არც ერთ ძალას შეუძლია და მეორეს მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების გასრულება, რამე თუ, დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)