|
2021-11-02 15:06:45, 580 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში
ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. - ამის შესახებ ქუთაისი მერობის კანიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, იგი იზიარებს მიხეილ სააკაშილის პოზიციას, თუმცა გუნდში ჯერ ამაზე არ უმსჯელიათ. „რა თქმა უნდა, ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის წერილის შინაარს. მე და ჩემი მეგობრები ორი თვეა ველზე ვართ, პარლამენტში ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული და პროცედურულ საკითხებზე გულწრფელად გეტყვით არ გვიმსჯელია, ეს გუნდურად უნდა გადაწყდეს. მათ შორის, ყველა ადამიანი ვინც არის პარტიაში და ფრაქციაში უნდა იყოს გუნდური თამაშის მონაწილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენთვის უპირველესი საკითხი უნდა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამისთვის ყველანაიარ ბერკეტს გამოვუყენებთ. ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)