09:57 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 15:45:52, 840 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას - მიბაძეთ ბატონ ხაზარაძეს და დატოვეთ „ოცნება“ პარლამენტში საკუთარ თავთან მარტო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამჯერად მიმართვის წერილით ოპოზიციას მიმართავს და მათ პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

სააკაშვილის თქმით, პარლამენტმა  სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია დაკარგა.

"ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. 

ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ქვეყნის პატრიოტებისა და უბრალოდ წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და ოცნება დატოვონ საკუთარ თავთან მარტო". - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics