|
2021-10-31 12:42:41, 770 ნახვა
პოლიტიკა
გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, არამედ დაიწყო - დღეს, 19:00 საათზე ოპოზიცია პარლამენტთან აქციას გამართავს
31 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამეტთან ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ. - ამის შესახებ ლელოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ჩატარდა ტოტალური ძალადობის ფონზე, სადაც ტოტალური გაყალბება მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. "გუშინდელი უმძიმესი დღის შემდეგ. ვიტყოდი, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა-მეთქი, მაგრამ ეს რომ ვთქვა, უნდა ვიგულისხმო, რომ არჩევნები ტოტალურად გადაწერეს, რაღაც მანიპულაციების მეშვეობით პროცენტები შეცვალეს, მაგრამ ეს უბრალოდ ტოტალურად გაყალბებული არჩევნები კი არ იყო, ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი, რაც იკადრეს, იყო ტოტალური გაყალბება. ბევრი სხვა რამეც იკადრეს. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ახლა, უპირველეს ყოვლისა, მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის. იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე“,- განაცხადა მელიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)