12:46 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 13:35:58, 553 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტები ჩვენს წარმომადგენლებს დასდევენ და ცდილობენ მათ ბულინგს

"ნაც მოძრაობის" ტელევიზიიის ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს. - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბანზე 100 მეტრიანი რადიუსის დაცვის შემთხვევაში მათ სიების ფლობის უფლება აქვთ.

ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ დაუშვებელია, სადმე "ნაცმოძრაობის" რომელიმე კანდიდატის გამარჯვების რისკი არსებობდეს.

"მინდა მივაწოდო საზოგადებას ინფორმაცია, არჩევნები ძირითადად მიმდინარეობს ძალიან მშვიდად. ძირითადად იქ სადაც  ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი არ არის. ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არსებითი დარღვევების გარეშე. პირდაპირ ვიტყვი ბულინგი მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" ჟურნალისტების მხრიდან, მინდა კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ, რომ კანონის შესაბამისად თუ 100 მეტრიანი რადიუსი დაცულია საარჩევნო უბანზე აგიტაცია შესაძლებელია. "ნაც მოძრაობის" ტელევიზიიის ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს და ეკითხებიან მათ რატომ აქვთ სიები. ხაზგასმით ვაცხადებ რომ მათ აქვთ ამ სიების ფლობის და ამით სარგებლობის უფლება.

გარემო პოლარიზებულია და ამისი წყარო და შემოქმედები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ამ პოლარიზაციის წყაროს დამარცხება ხდება დღეს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ამომრჩეველი მოახდენს და მოახერხებს სრულ მობილიზებას, ჩვენ გარანტირებული გვექნება მოგება 20-ვე საარჩევნო ოლქში და წარმოუდგენელია დავუშვათ, რომ სადმე „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელმა რაიმე გამარჯვება მოიპოვოს", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics