|
2021-10-23 17:05:54, 803 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო – რატომ აწვალებს ანზორ მელიას?
მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკაში ამისთვის 4 კაცი ადგილზე მოკლეს და 300-ზე მეტი გაასამართლეს, ზოგს 30-40 წელი, ზოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. „ასეთი კაცი დღეს არის თბილისის მერობის კანდიდატი და ეს კაცი გამოდის და მე მიხდის მადლობას, კონტრასტი რომ ვაჩვენოთ მეტი ილაპარაკეო. მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმიანობას. ხალხი ძალიან სწორად აკეთებს ანალიზს. შემთხვევითი არ არის, რომ არა მელიას პარტია, არა დამნაშავე კრიმინალი სააკაშვილის პარტია, არამედ ჩვენი „ქართული ოცნების" პარტია არის დღეს გამარჯვებული, 47%-იანი ლეგიტიმაციით გვაქვს ჩვენი მოსახლეობის უმაღლესი ნდობა და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ხალხს. ისევ მელიას ვუპასუხებდი, არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას, ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე. ზუგდიდში ვიყავი ჩასული და ანზორ მელიაზე ვისაუბრე, კონტრასტი თუ უნდა, კიდევ შევახსენებ. ანზორ მელია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე, მუნიციპალიტეტზე, არ იცის ბიუჯეტი, არ იცის როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტი და საერთოდ რატომ აწვალებს ამ კაცს. საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება შვილი, ის როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, სხვების მშობლებს, სხვების ოჯახის წევრებს, ამით ხომ ყველაფერი ნათელია. ჩვენს მხარეს ზუგდიდში გვყავს უწესიერესი კაცი, მამუკა წოწერია, გამოცდილი, პროფესიონალი, კვალიფიციური საჯარო მოხელე, რომელმაც ძალიან კარგად იცის", - აღნიშნა პრემიერმა.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)