|
2021-10-23 12:28:42, 868 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ვინ უშლის ჭამას? რატომ შიშმილობს?
ვინ უშლის ჭამას? რატომ შიშმილობს?, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პატიმარი სააკაშვილი არასდროს იქნება პრივილეგირებული სხვა პატიმრებისგან. „ერთი რამ მინდა გითხრათ, ვინ უშლის ჭამას? რატომ შიმშილობს? პატიმარი სააკაშვილი არასდროს არ იქნება პრივილეგირებული, რამდენიმე ათასი პატიმარია ციხეებში, მათაც ჭირდებათ მზრუნველობა, პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის, ხალხის და მომავლის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა პრემიერი მიუხედავად ევროპარლამენტარების მოწოდებებისა, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია. „გამორიცხულია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)