|
2021-10-20 19:19:35, 1003 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ევროპარლამენტარებზე – ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით, ვერც კუბილიუსის, რატომ ბედავენ ამდენს?
ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით, ვერც კუბილიუსის, რატომ ბედავენ ამდენს?, – ასე ეხმაურება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ განცხადებებს. პრემიერის თქმით, ევროპარლამენტარების ვერც ერთი განცხადება ვერ აღუდგება საქართველოში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას. „არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ეს გაითვალისწინოს ყველამ. მე მინდა ასევე შევახსენო, თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუქსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე - ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე. სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო მთელს ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს, ეს ადამიანი, მაშინ მთელი ეს პერიოდი როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა, უბედურება, წამება ციხეებში , ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის. რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)