10:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 17:51:17, 1195 ნახვა

სამართალი
გიორგი ხანიშვილი ქუვეითის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ (BCAGC) წარმომადგენლებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ქუვეითის ელექტრონული მედიის კავშირის საბჭოს მდივანი მუჰამად ზაფირ ალ-არადა და  BCAGC-ის ვიცეპრეზიდენტი დავით ცირდავა ესწრებოდნენ.

„ქუვეითის დელეგაციის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი. მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის ფარგლებში, საქართველო ყოველწლიურად აფართოებს იმ ბაზრებს, სადაც სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდება. გალფის ქვეყნებთან გვაქვს კარგი გამოცდილება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით. ვფიქრობ, შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ ქუვეითთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნილი არაკომერციული გაერთიანებაა, რომელმაც უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და აქვს გრძელვადიანი სამომავლო გეგმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics