|
2021-10-19 14:24:27, 520 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არჩევნების შემდეგ აღარ გავაკეთებ სააკაშვილზე კომენტარს
სააკაშვილმა, მელიამ და მათმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა, მეორედ ამის უფლებას არავის არ მივცემთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტია და არჩევნების შემდეგ აღარ აპირებს მის შესახებ კომენტარის გაკეთებას. „საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ გარდა იმ აქტუალური თემებისა და საკითხებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ყოველდღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი. ბუნებრივია, არჩევნებია და ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ და შევახსენოთ რეალობა, მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. არჩევნების შემდეგ აღარ გავაკეთებ სააკაშვილზე კომენტარს და მინდა ამ თხოვნით მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს. ის პატიმარია და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი. რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს: შეურაცხმყოფელი ქმედება და მასკარადია მისი მხრიდან, რომ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ის არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ყველამ ჩვენ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ქვეყანაში არავის არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას ჩვენ არავის არ მივცემთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)